LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს – მიხეილ ჯანელიძე

98

მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძეს საკუთარი გადაწყვეტილება არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერმინისტრი იყო.

„სრულად ვიზიარებ იმ განცხადებებს, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვფიქრობ, მან იმაზე მეტის გაკეთება მოახერხა, ვიდრე მოსალოდნელი იყო,“ – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ბათუმში საერთაშორისო ფორუმი – „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნა. ფორუმს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შუწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g