მოცეკვავე და მსახიობი მაკა მახარაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მე, მაკა მახარაძე მხარს ვუჭერ საქართველოს ახალგაზრდობას, გამარჯვება თქვენია!!!” – წერს მოცეკვავე მაკა მახარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განცახადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ვიდეო: „აქ ჩემი შვილის სახელით ვდგავარ…არცერთ დედას არ აქვს უფლება დღეს იჯდეს ეკრანებთან და უყურებდეს როგორ ექცევიან ჩვენი ქვეყნის შვილებს“ – ნეკა დოროყაშვილი