LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მაქვს დაუცველობის ტრავმა, რომელიც ბავშვობიდან თან მდევს“ – როგორ შველის თაკო მელიქიშვილი საკუთარ თავს და სხვებს ციფრული ფსიქოლოგიით

141
თაკო მელიქიშვილი

მომღერალი და რადიოწამყვანი თაკო მელიქიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც თავისი ტკივილი და ცხოვრებისეული სირთულეები საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც მოტივაციად აქციეს. მას სჯერა, რომ ყველაფერი ენერგიაა და ადამიანის ბედი ხშირად იმ რიცხვებშია ჩამალული, რომლებიც მონიჭებული გვაქვს. სწორედ ამიტომ დაინტერესდა თაკო ციფრული ფსიქოლოგიით და დღეს ამ გზით ბევრს ეხმარება საკუთარი თავის პოვნაში.

თემაზე თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ვრცლად საუბრობს (20 აგვისტოს ნომერი).

„ყველას აქვს შიშები, თავისი ტრავმა. ფსიქოლოგიაში 9 ძირითადი ტრავმაა. მე მაქვს დაუცველობის ტრავმა, რომელიც ბავშვობიდანვე თან მდევს. ტრავმა ბოლომდე არ ქრება, მაგრამ პრაქტიკებით შესაძლებელია მისი შერბილება და მართვა. ცხოვრებაში ყველას აქვს თავისი შიში, უბრალოდ ჩვენ მის გადალახვას ვსწავლობთ, შეიძლება ბოლომდე ვერ შევძლოთ, მაგრამ ვსწავლობთ“, – ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.

ვიდეო: რატომ იყო საცხოვრებლად წასული პორტუგალიაში თაკო მელიქიშვილი და როგორ დაინტერესდა ნუმეროლოგიით: „2024 წელი ჩემთვის განსაცდელის წელიწადი იყო…“

ვიდეო: თაკო მელიქიშვილი ციფრულ ფსიქოლოგიას სწავლობს და ადამიანების ამოცნობა ისწავლა – მომღერალი სიახლეებით „არ დაიდარდოში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g