LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე როგორც ვხვდები არჩევნებამდე ეს თემა დაიხურა. არჩევნების შემდგომ ამ თემაზე საუბარი ვფიქრობ განახლდება“ – მიხეილ დაუშვილი გახარია-ხაზარაძის გუნდების ალიანსზე

137
gudushauri

„მოლოდინები ჩვენი საზოგადოების მხრიდან მაღალი იყო და სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინები ასე დასრულდა” – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. 

დეპუტატმა გადაცემაში „დღის თემა“ გახარია-ხაზარაძის გუნდებს შორის გამართულ კონსულტაციებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ხაზარაძის გუნდში გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„პირველ რიგში მადლობა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო და სამწუხაროდ ეს პროცესი ვერ დასრულდა იმ შედეგით რა შედეგითაც კარგი იქნებოდა რომ დასრულებულიყო.

ასევე ჩვენ ღიად მადლობას ვეუბნებით  “ლელოს” კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. მე შეგნებულად არ მინდა დეტალებში შევიდე, რა იყო ერთი მხარის, ან მეორე მხარის პოზიციები. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადი საკითხი ეხებოდა ეგრეთწოდებულ პარიტეტს. არ არის ერთი პარტია, გასაგებია კოალიციაა და როგორც ჩანს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მე არ მინდა რომ განტევების ვაცი ვეძებო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოლოდინები შეიქმნა. ეს მოლოდინები ჩვენი საზოგადოების მხრიდან მაღალი  იყო და სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინები ასე დასრულდა“ – განაცხადა დაუშვილმა.

კითხვაზე კიდევ არის თუ არა შანსი იმისა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და შედგეს ალიანსი გახარიასა და ხაზარაძის გუნდებს შორის მიხეილ დაუშვილი ასე პასუხობს: „მე როგორც ვხვდები არჩევნებამდე ეს თემა დაიხურა. რა თქმა უნდა არჩევნების შემდგომ ამ თემაზე საუბარი მე ვფიქრობ განახლდება“.

შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო რომ „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია“, – წერია განცხადებაში.

მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობდა ინფორმაციას.

“გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. მოგვიანებით ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე, მზად ვართ. არც ეგაა ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ. მე პირადად შევძელი, ბადრიმაც… დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, კოალიციაშია ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან კოალიციაში პარტნიორები, მე მათ პატივს ვცემ. მე რადგან აქ ვლაპარაკობ და მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საბა ბუაძე: „ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა – პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმობა ორივე მხრიდან არსებობდა“

„გახარია საქართველოსთვის“ – ამ ეტაპზე ჩვენსა და „ლელოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g