LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე სიკეთით გადაგიხდით სამაგიეროს“ – ახმეტელის თეატრში ფარაჯანოვის სამყარო გაცოცხლდება

1055
Capture (2)

15, 16, 17 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერა „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“ გაიმართება.

სპექტაკლი დიდი ხელოვანის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლი ახმეტელის თეატრის „ახალ სივრცეში“ გაიმართება.

კინოს ჯადოქარი – სერგო ფარაჯანოვი, რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ხელოვნება საზღვრების გარეშე – ეს ფორმულირება ყველაზე კარგად გამოხატავს მის შემოქმედებას. პირველად, თეატრის სცენაზე, ახმეტელის თეატრში სპექტაკლი მისი ბოლო კინო- სცენარის „აღსარება – მე – სერგო ფარაჯანოვი“ მიხედვით განხორციელდა. (რეჟისორი – ირაკლი გოგია) სცენარი ავტობიოგრაფიულია და სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებას ასახავს – მულტი – მედია პერფორმანსი – ახალი ტიპის წარმოდგენაა, რომელიც მაყურებელს ფარაჯანოვის  სამყაროს შესახებ უყვება.

ცნობისთვის, პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

მხატვარი – ირენა ოგანჯანოვა, ქორეოგრაფი – კატერინა ნეზვანოვა, რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი

მთავარ როლში: გიორგი გასვიანია. ასევე, მონაწილეობენ: ჯორჯი დვალიშვილი; ნინო ციმაკურიძე; ბუკა ღლონტი; ელენე ბეჟიაშვილი; ანანო გულედანი, გიორგი ფირანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g