LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე სრულიად დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში” – შალვა ნათელაშვილი [ვიდეო]

104

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მეუღლესთან, ბელა ალანიასთან ერთად, საარჩევნო უბნის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა ხმის მისაცემად. ისინი ამ უბანზე პირველი ამომრჩევლები გახდნენ. როგორც ნათელაშვილმა მედიასთან კომენტარისას განაცხადა, ის სრულიად დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებსა და გამარჯვებაში.

“რომ არ დაგიმალოთ, დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში, რადგან ხალხის მხარდაჭერა არსებული რეალობიდან, მე ნამდვილად მაქვს. ეს არის ფაქტი და ამის მოწმეა ასეული-ათასობით ის ადამიანი, რომლებმაც თვალებში ჩამხედეს და მეც ჩავხედე თვალებში 3-4 თვის განმავლობაში, როდესაც შეუწყვეტლივ ვატარებდი შეხვედრებს ამომრჩეველთან და მთლიანობაში 25 წლის მანძილზე რაც გავაკეთე, დღეს უნდა შეჯამდეს,” – განაცხადა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები