LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღე ჩვენი გუნდი ახალ ისტორიას დაწერს“- ნონა გაფრინდაშვილი

182
ირაკლი კობახიძე, ეროვნული ნაკრები (1)

„ჩვენს ფეხბურთელებს დღეს საოცარი მხარდაჭერა აქვთ და ეს მათ ყველანაირ წნეხს დაავიწყებს“, – ამის შესახებ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც ცნობილმა მოჭადრაკემ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ნაკრები ღირსეულად დაამარცხებს საბერძნეთს და „ჩვენი გუნდი ახალ ისტორიას დაწერს“.

„ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაში არ არის, ეს არის ქვეყნისთვის თამაში. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ლუქსებურგთან თამაშმა ძალიან დიდი იმედები ჩამისახა. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი გუნდი ღირსეულად დაამარცხებს საბერძნეთს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი დაიწყებს ახალი ისტორიის დაწერას, რომელსაც ჰქვია ევროპის პირველობაზე გასვლა.

ამ მოლოდინმა და ასეთმა მხარდაჭერამ კი რაც არის, აუცილებლად უნდა მოიტანოს შედეგი. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩვენ ამ გუნდისგან ბევრს უნდა ველოდეთ მომავალში. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა ჩვენი ახალგაზრდული გუნდი კარგად გამოდის ევროპის ტურნირებზე და ეს ბევრს ნიშნავს. იმიტომ, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში არიან, რომელთა კარგმა თამაშმა ჩვენს ახალგაზრდებს მენტალიტეტი შეუცვალა უკეთესობისკენ და უფრო მობილიზებულები, კონცენტირებულები არიან საქმეზე, რომ ნიჭი არ გაფლანგონ. ეს არის მთავარი“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g