მე თუ ოდესმე ნიკა მელიას დავიცავდი, არ მეგონა, – აღნიშნულის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დათო ოქიტაშვილმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” უკვე არის წარსული და ის იშლება.
„ნაციონალურ მოძრაობაში” ოდიოზური ფიგურების გამოჩენას არ მივესალმები, მე თუ ოდესმე ნიკა მელიას დავიცავდი, არ მეგონა. ამ შაპიტოს ხელმძღვანელს, ხაბეიშვილს ვგულისხმობ, ერთი ხელის მოსმით ქუჩაში გაუშვა ის ადამიანები, ვინც ეს პარტია შექმნა და რაიმე წვლილი მიუძღოდა. “ნაციონალური მოძრაობა” უკვე არის წარსული და ის იშლება. დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც გვემუქრებიან, დაგიჭერთ, ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ…მელია ამას ხმამაღლა არ იძახდა”, – აცხადებს ოქიტაშვილი.