ეშტონ კატჩერი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და უკრაინას უჭერს მხარს.
„მე უკრაინას ვუჭერ მხარს“, – წერს მსახიობი „ინსტაგრამზე“
ცნობისთვის, უკვე უამრავი ცნობილი სახე გამოთქვამს თავის პოზიციას დაუფარავად და ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს. ბლეიკ ლაივლმა და რაიან რეინოლდსმა უკრაინელი მიგრანტებისთვის საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნეს. ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ზებუნებრივის“ ვარსკვლავი, მიშა კოლინზი თბილისში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციას ქართული წარწერით გამოეხმაურა.