უკრაინაში რუსეთის შეჭრას უამრავი ვარსკვლავი გამოეხმაურა, მათ შორის არიან პოპის დედოფალი მადონა, რომელმაც ომს კლიპიც კი მიუძღვნა, ასევე ანჯელინა ჯოლი, არნოლდ შვარცნეგერი მარკ რუფალი და ა.შ…
მათ რიცხვს ცნობილი ამერიკული სერიალის, „ზებუნებრივის“ ვარსკვლავი, მიშა კოლინზი შეუერთდა. ის თბილისში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციას ქართული წარწერით გამოეხმაურა.
„მსოფლიო შენთანაა საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ, უკრაინას და რუს ხალხს მშვიდობა გინდათ“, – წერია მსახიობის „ტვიტერზე“.
მსოფლიო შენთანაა, საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ, უკრაინას და რუს ხალხს მშვიდობა გინდათ. #Ukraine 💙💛 https://t.co/hxv0DSKhyp
— Misha Collins (@mishacollins) February 26, 2022