LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით, მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები აქ, ვიდგები თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად“ – სალომე ზურაბიშვილი

136
Capture

„ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს გვჭირდება კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არის ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ქართული საზოგადოების სახელით.

„დღეს ასევე მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო აქამდე მოსვლა, რადგან ვიცი, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ქუჩის აქციებშია, ხალხი გამოდის სპონტანურად. მე მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა დრო აღარ არის – მე ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა, სურვილები მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები მათთან, თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ ერთად კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, უცებ გახდნენ ერთი პარტია, ღმერთმა გვაშოროს ამისგან. აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ. დღეს გვჭირდება კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე. მე დღეს ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით. მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები აქ, ვიდგები თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g