LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვეცდებოდი მერჩია ოპოზიციისთვის, რომ დაეკავებინა მათი ადგილი პარლამენტში, რომელიც მოიპოვეს ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგად, რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში“ – მარკეტა გრეგოროვა

158
მარკეტა გრეგოროვა

„არც მოსამართლე ვარ და არც ადვოკატი, არ ვიცი ეს საკითხი როგორ არის მოწესრიგებული ქართული კანონმდებლობით, თუმცა მე ვეცდებოდი მერჩია ოპოზიციისთვის, რომ დაეკავებინა მათი ადგილი პარლამენტში, რომელიც მათ მოიპოვეს ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგად“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

ევროპარლამენტარი ოპოზიციას ურჩევს არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები გამოიყენონ.

აღნიშნული კომენტარი გრეგოროვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ლეგიტიმურად პარლამენტს, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ბოიკოტს გამოუცხადებს:

„არც მოსამართლე ვარ და არც ადვოკატი, არ ვიცი ეს საკითხი როგორ არის მოწესრიგებული ქართული კანონმდებლობით, თუმცა მე ვეცდებოდი მერჩია ოპოზიციისთვის, რომ დაეკავებინა მათი ადგილი პარლამენტში, რომელიც მათ მოიპოვეს ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგად, რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში.

თუ ისინი დაინახავენ, რომ შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება პარლამენტში რაიმე მიზეზით, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, მაშინ შეუძლია დატოვონ პარლამენტი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პირველ რიგში, შეეცდებიან მუშაობას.

თუ ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს, მაშინ ველი, რომ მათ გადადგან სამართლებრივი ნაბიჯები, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა გრეგოროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები