LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვერ შევეგუები რუსებს, სახლიდან გამოგვაგდეს და შვილები დამიხოცეს… რუსულმა მანქანამ გააჩერა და ქუჩის მისამართი შემეკითხა, რა ვიგრძენით იცით, თითქოს ის იყო მასპინძელი და მე სტუმარი” – გმირულად დაღუპული ძმებ რომელაშვილების მამა

324
რომელაშვილუმურაზი

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს შორის არიან ძმები გია და გელა რომელაშვილები. 14 წლის თავზე მამა მურაზ რომელაშვილი საუბრობს, რას შესწირეს გმირმა ძმებმა თავი.

“ჩემმა შვილებმა სისხლი დაღვარეს თავისუფლებისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ევროკავშირში, თავისუფალი ყოფილიყო და მათმა შვილებმა გაიხარონ საქართველოში, მე არ მინდა ჩავთვალო, რომ ჩემი შვილების სისხლი წავიდა ისე წავიდა, რომ თითქოს არც არაფერი მომხდარა. რუსი არის ჩემთვის პირადი მტერი და არა მარტო ჩემთვის, ათასობით ადამიანის და მთლიანად საქართველოსთვის. მე ვერ შევეგუები მათ ვერასოდეს, იმიტომ, რომ სახლიდან გამომაგდეს, მე და ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობა წაგვართვეს და რაც მთავარია, შვილები დაგვიხოცეს. მე მაქვს საბაბი რომ რუსს ვერ შევეგუო”- აცხადებს გმირების მამა და რუსების საქართველოში შემოდინების საშიშ ტენდენციაზეც საკუთარ აზრს აფიქსირებს.

მე მაშინებს ამოდენა შემოდინება რომ არის რუსების – ასეთია აგვისტოს ომის გმირების მამის შეფასება, რომელიც მაგალითებით ხსნის, როგორი ბუნების არიან რუსები:

“მე მქონდა შემთხვევა, სამსახურში მივდიოდი, რუსულმა მანქანამ გააჩერა და ქუჩის მისამართი შემეკითხა, რა ვიგრძენით იცით, თითქოს ის იყო მასპინძელი და მე სტუმარი, ისეთი ლაპარაკი წავიდა ჩვენს შორის. მე მას საკადრისი პასუხი კი მივეცი, მაგრამ უბრალოდ არ მესიამოვნა და არ მსიამოვნებს, რაც ხდება რუსების მხრივ საქართველოში. მე და იმ ადამიანებმა ვინც გადაიტანეს ეს ამბავი, ვერასოდეს შევეგუებით ვერც რუსულ ოკუპაციას, ვერც მაგ მკვლელებს, რომლებმაც სადისტურად მოკლეს ჩემი შვილები, ცხედარიც არ მინახავს. მე მაშინებს ამოდენა შემოდინება რომ არის რუსების, არ ვიცი შემდეგ რა იქნება. მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ, ჯარში ვმსახურობდი, რამდენიმე წელი რუსეთში ვმუშაობდი. იყო ასეთი შემთხვევა – ცხინვალში ჩამოვიდა სტუმრად რუსი ჩემს ახლობელთან, ამ ახლობელმა ფული ისესხა, ყველაფერი გაუკეთა, დააპურა, ტაქსებით ატარა, სასტუმრო, ყველაფერი მოუწყო. რომ ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში უჩივლა, ამდენი ფული საიდან ჰქონდა ქართველს, ასეთ პატივი რომ მცაო. ამით იმის თქმა მინდა, რომ რა სიკეთეს არ უნდა გაუკეთო მათ, ვერასოდეს დაანახვებ”- იხსენებს რომელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები