LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი – „გრინ სერვისის“ დამფუძნებელი

2074
ლაშა ფურცხვანიძე

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე კომპანია „გრინ სერვისის“ დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე იმყოფება.

„მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი“, – განმარტა ლაშა ფურცხვანიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე.

პოლიციაში იკითხებიან მერიის თანამშრომლებიც. გრძელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის გამოკითხვა.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

ექიმი დაშავებულ მეორე ბავშვზე: ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g