ბლოგერი ნანა აროშიძე, რომელსაც მოგზაურობამ სიყვარული, ილო ლობჟანიძე აპოვნინა და რაჭაში გადავიდა საცხოვრებლად, მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„არა, ჩვენ ერთმანეთს იმიტომ არ ვირჩევთ, რომ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია,
ჩვენ ერთად იმიტომ ვართ, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ გვინდა“, – წერს ნანა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მათი ქორწილის დღესაა გადაღებული.
„მე ყოველთვის შენ აგირჩევ“. – დასძენს ნანა.
ნანამ და ილომ ცოტა ხნის წინ ჯვარი დაიწერეს და გამომწერეს მათი ქორწილის საინტერესო კადრები გაუზიარეს.