საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ს.ო.-სა და გ.ბ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა.
“არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 548,31 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8 548,31 ლარის ოდენობით შეეფარდათ”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.