დედაქალაქის მერმა ტაქსებისთვის განკუთვნილი ფირის საკუთარ ავტომობილს გადააკრა და ამით იმ მოქალაქეების გადარწმუნებას შეეცადა, რომლებიც თვლიან, რომ ფირი მანქანას დააზიანებს.
„ტაქსების გადაღებვით ტაქსების რაოდენობას ნამდვილად ვერ შევამცირებთ,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ ბენეფიტებს, რომლითაც ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღების შემთხვევაში ისარგებლებენ. როგორც კალაძე აცხადებს, ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით მერიას ძალიან საინტერესო გეგმა აქვს. „რეფორმა რამდენიმე ეტაპიანია, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება და რომელიც დავაანონსეთ. ფერს რაც შეეხება, ეს არის […]
ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გეგმა შევიმუშავეთ - კახა კალაძე
“მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია”, – აცხადებს კალაძე.
მისი თქმით, გადაღებვის და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადა არ გადაიწევს და 10 აგვისტოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ტაქსით მომსახურების ნებართვა 31 547 მანქანაზეა გაცემული, გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერი კი, გასული კვირის მონაცემებით, მხოლოდ 1620 მძღოლს ჰქონდა აღებული.