დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მისი შიშები “ქართული ოცნების“ “ნაციონალებით“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე მართლდება. მეჭიაურმა დღეს “ქართული ოცნების“ ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებები შეაფასა, რომელიც სააკაშვილს, მერაბიშვილს და უგულავას ეხებოდა.
მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ის დავით კოღუაშვილთან ერთად 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, როცა საკანონმდებლო ორგანოში კოღუაშვილი “მოქალაქეთა კავშირის“ სიით შევიდა, ხოლო თავად – მაჟორიტარ დეპუტატად.
“ მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. მოვისმინე მისი განცხადებები სააკაშვილთან, მერაბიშვითან და უგულავასთან მიმართებაში. “ქართულ ოცნებაში“ მათი ფანკლუბის შექმნას აპირებს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სულ არ გამიხარდება, თუ “ქართული ოცნება“ ასეთი პიროვნებით დაზარალდება და დაზიანდება, რაც შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ “, – განაცხადა მეჭიაურმა.
