LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჭიაური : “ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით დაეტიეთ თქვენს ადგილზე“ (ვიდეო)

97

თამაზ მეჭიაურსა და ჟურნალისტებს შორის სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ შელაპარაკება მოხდა. სასტუმროშიდემოგრაფიის საკითხებზე მე-10 საერთაშორისო საოჯახო კონგრესი მიმდინარეობს, შენობის გარეთ კი ლგბტ აქტივისტებმა პერფორმანსი მოაწყეს და ცისარტყელის ფერებში შეღებილი დიდი ზომის “ტაბურეტკა” მიიტანეს.

ჟურნალისტებმა სასტუმროსთან სცადეს დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან საუბარი, მათ აინტერესებდათ, რას ფიქრობდა დეპუტატი ლგბტ უფლებადამცველების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც სამართალდამცველებმა დღეს ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით დააკავეს.

„ელჯიბიტის ვის ეძახით, საპატრიარქოს ღობეებს რომ თხუპნიან? ელჯიბიტი ვინ არის იცი, შვილო? ერთ ადგილზე რომ არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან, ამას არავინ უშლით მაგათ, მაგრამ ვინც მიდის და საპატრიარქოს თხუპნის, ეგენი არიან პიდარასტები,“ – განუცხადა თამაზ მეჭიაურმა ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომლის კითხვებმაც შემდეგ დეპუტატი გააღიზიანა და მას „ელჯიბითი“ და „პიდარასტი“ უწოდა.

https://www.youtube.com/watch?v=HrnZaOG49bg

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g