საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დატოვა. შესაბამისი განცხადება მეჭიაურმა პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ის რჩება რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ.
მეჭიაურის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
