თბილისის კლასიკური გიმნაზია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გიმნაზია წერს, რომ დაიღუპა მათი სკოლის მოსწავლე ანა შამანაური.
„თბილისის კლასიკურ გიმნაზიას დღეს თავისი ანა შამანაური სტკივა. მეცხრე კლასი უნდა დაემთავრებინა. ძალიან დიდი ტკივილისა და განსაცდელის მიუხედავად, ყოველთვის ღიმილით ათბობდა გარშემო მყოფებს. ამდენი წელი სიცოცხლისა და სიკვდილის ბეწვის ხიდზე სიარულმაც კი ვერ დაასუსტა, ვერ გააბოროტა, ვერ დაამარცხა. გზა მიწიდან ზეცამდე ისე გაიარა, უამრავი ტკივილი ისე მოითმინა და დაითმინა, ყველასთვის მაგალითად იქცა.
უფალმა დაუამოს დატანჯული სული და სხეული,“ – წერს სკოლა.
