LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა შეწყდა: პედაგოგს Covid-19 დაუდასტურდა

90
klasikuri-gimnazia-w-h

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა შეწყდა. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა “კოვიდ-19”. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე,”-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g