ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაწერეს სიმღერა, რომელიც შოკოლადს კიდევ უფრო გემრიელს ხდის. სიახლის შესახებ NY post წერს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინს „მულტისენსორული ინტეგრაციის“ უნარი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ გრძნობის ორგანოებს ურთიერთქმედება შეუძლიათ.
როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ხალისიანი ტონალობის მელოდიები შოკოლადის გემოში სიტკბოს ნოტებს აძლიერებს, მკვეთრი ნოტები კი მწარე გემოზე ახდენენ ზემოქმედებას.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, დოქტორმა ნატალი ჰიაცინტმა, რომელიც კომპოზიტორიცაა, შექმნა მუსიკალური ტრეკი, რომელიც შოკოლადის ჭამას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.