გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ჩალაძე 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტზე არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები.
როგორც გიორგი ჩალაძემ “ფოტუნასთან” აღნიშნა, “თუკი ყველა დაინტერესებული მხარე ამომწურავ პასუხს არ მიიღებს, ამ ფაქტს შეუძლია ჩაშალოს საქართველოში ვაქცინაციის პროცესი”.
მისივე თქმით, მოქალაქეების ნდობის აღსადგენად, მნიშვენლოვანია ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ორგანომ ზედმიწევით იდენტური დასკვნა დაწეროს.
“ყველა კითხვა, რაც არსებობს ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნდა იყოს პასუხგაცემული ისე, რომ ეჭვის ნიშნები არ დარჩეს. ამომწურავი, დამაკმაყოფილებელი და სანდო პასუხები უნდა მივიღოთ.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება რა თქმა უნდა, იქნება - ანტონ ობოლაშვილი
"ფორტუნას" კითხვაზე როგორია ოჯახის პოზიცია გამოძიებასთან დაკავშირებით, ობოლაშვილი პასუხობს, რომ ამ თემაზე მას გარდაცვლილი ექთნის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ახლა მნიშვნელოვანია როგორც სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს ნდობა, ასევე აუცილებელია დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობა. არ მეგულება ადამიანი, ვინც სკეპტიკურად არ არის განწყობილი, მაგრამ ნდობა რომ აღდგეს, მაქსიმალური ღიაობა, გამჭვირვალობა და თანამშრომლობა უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს, გამოძიებასა და საზოგადოებას შორის.
ვაჩვენოთ იმუნიზაციის ცენტრები როგორ არის აღჭურვილი, მსგავსი გართულების დროს სად მივდივართ, სად ვიკეთებთ შემდგომ სამედიცინო პროცედურებს, ექიმები არიან თუ არა მზად? – შევთანხმდეთ უნდა, რომ ეს თემა ჩვენი სახელმწიფოს საერთო ინტერესია”. – აცხადებს ჩალაძე.
გიორგი ჩალაძე მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ: ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში ვაქცინაცია შეჩერების გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს, რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 17 მარტის მონაცემებთან შედარებით, დღეს 165 მედმუშაკით ნაკლებია დარეგისტრირებული პორტალზე, ჩალაძე მცირე ზომის კლინიკებში გაუქმებულ ჯავშნებს უკავშირებს.
“ექიმები, რომლებიც ჩაწერილი იყვნენ მცირე ზომის კლინიკებში, ამათი ჯავშნებია გაუქმებული, ამიტომ ვხედავთ დაკლებულ რაოდენობას. ადამიანები, რომლებიც ჩაწერილი იყვნენ მცირე ზომის კლინიკებში, ამათი გადაწერა მოხდება დიდი ზომის კლინიკებში, სადაც უკეთესი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ჩემი აზრით, ასეა, თუმცა ამაზე დადასტურებული პასუხი გვჭირდება”.- განაცხადა ჩალაძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექთანი ახალციხიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. 19 მარტს, დღის პირველ ნახევარში ექთანი გარდაიცვალა.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა