LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩალაძე: „მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა საჯაროდ მეთქვა – ის ამაყობს, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია“

145
ფორტუნა - 2023-03-14T171030.995

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილი: მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გვინდა, დავეხმაროთ მას, რომ იპოვოს გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 47 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მძიმეა.

„მიხეილ სააკაშვილის სხეულში მძიმე მეტალების არსებობა არის ფაქტი, რომელიც დადასტურდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიისა და სხვა ლაბორატორიების მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა – ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთი პატიმრის გათავისუფლებას, რომლის ჯანმრთელობა მძიმეა, მიხეილ სააკაშვილს კი, 47 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მძიმე დაავადება. საქართველოს სასამართლომ ნახა საბუთები და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ავად, საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები მოსყიდული ხალხია, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალ სამყაროს, ასე რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალი დაგვდონ, რომ ჯაშუშების კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა. ახლა ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და თუ არ ვიმოქმედებთ პუტინი გაიმარჯვებს“, – განაცხადა ჩალაძემ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის ოჯახთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია.

„ჩემი შვილის ოცნება იყო, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის წევრი გამხდარიყო, რაც ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნებაც იყო. ის სტუდენტი იყო, როდესაც საქართველო ეუთო-ს წევრი გახდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდა და მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია. იმ დროს საქართველო ჩაძირული იყო კორუფციაში, ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებული იყო კორუფციაზე, სამედიცინო სექტორი იყო ქრთამებზე და მისი მიზანი ამის შეცვლა იყო, რაც მან მოახერხა“, – განაცხადა გიული ალასანიამ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე აქ ვარ, მსურს, დაგეხმაროთ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება, აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს

„ჩემი შვილის საქართველოში ჩამოსვლის თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა” – გიული ალასანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები