LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ვერ მიიღებს ჩვენს მიტანილ „ყიყლიყოს“ და საცივს.. ოჯახს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები მიაქვს“ – ჩალაძე სააკაშვილზე

180
Untitled design (2)

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე სააკაშვილის კვების რაციონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მასთან ოჯახს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები მიაქვს.

„იყო პერიოდი, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ამრავალფეროვნებდა, თუმცა უარს აცხადებდა აწონვაზე, რომ წონის მატება არ დაფიქსირებულიყო“ – ზურაბ ჩხაიძე

როგორც გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, „მიხეილ სააკაშვილს საცივი რომ შეუტანონ, ვერ შეჭამს“.

„ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია. ასე, ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ სააკაშვილთან მობილური ტელეფონიც მივიტანოთ, მაგრამ შეუტანენ ამ ტელეფონს? ზუსტად ასეა, როგორც ფიზიკურად ვერ შეუტანენ და ვერ მიიღებს ჩვენს მიტანილ „ყიყლიყოს“, ასე ვერ შეჭამს იმ საჭმელს, რომელსაც ვერ ჭამს.

მას რომ საცივი შევუტანოთ, ვერ შეჭამს. უბრალოდ, რას მოემსახურება საცივის იქამდე მიტანა? ისევ უკან უნდა გამოიტანო, ამ საჭმელს ვერ ჭამს. ამაზე ხაზს ვუსვამ, რომ საშუალება გვაქვს, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ოჯახს საშუალება არ აქვს, საჭმელი მიუტანოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი.

პრეზიდენტი რომ ვერ ჭამს, დამტკიცებულია ძალიან მაგარ დასკვნაში. ამერიკელი ექიმები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი წერს, რომ ის მძიმე მეტალებით არის მოწამლული, მისი ორგანიზმი ვერ მიიღებს საკვებს, ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

„არასდროს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც ტაბლეტებს აძლევს.. ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია“ – ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია

„ერთი კვირაა, სადილზე გიული ალასანიას სუში მოაქვს, ძალიან გამიხარდა, თევზი კალორიულია და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა“ – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები