LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო პერიოდი, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ამრავალფეროვნებდა, თუმცა უარს აცხადებდა აწონვაზე, რომ წონის მატება არ დაფიქსირებულიყო“ – ზურაბ ჩხაიძე

160
Untitled design (2)

ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ის, რა საკვებსაც იღებს პაციენტი სააკაშვილი, არ აღემატება 500 კილო კალორიას, რომელიც მინიმალური დოზაა და ნაკლებად უწყობს ხელს წონაში მატებას“.

როგორც ზურა ჩხაიძემ „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც მსჯავრდებული პრეზიდენტი  საკვებს ამრავალფეროვნებდა, თუმცა ამ დროს აწონვაზე უარს აცხადებდა.

„ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვართ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე“ – ზურაბ ჩხაიძე

„არასდროს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც ტაბლეტებს აძლევს.. ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია“ – ალასანია სააკაშვილზე

„მე მქონდა საუბარი მისი ახლო წრის წარმომადგენლებთან, მე პირადად ვთხოვე ბატონ ჩალაძეს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული რეკომენდაცია, რომ უნდა იყოს დღე-ღამის განმავლობაში სადღაც 1600-1700 კილო კალორია მიღებული და ის, რასაც იღებს პაციენტი არ აღემატება 500 კილო კალორიას. შესაბამისად, ეს არის მინიმალური დოზა, რომელიც ნაკლებად უწყობს ხელს წონაში მატებას. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც პაციენტი საკვებს ამრავალფეროვნებდა, ეს იყო ის გარკვეული პერიოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებდა აწონვაზე, ჩვენც არ გვქონდა არანაირი პრეტენზია ოღონდ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, ამ დროს მისი სურვილი იყო, რომ წონის მატება არ დაფიქსირებულიყო“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია 

ალასანია: ყველაზე ნაწყენი ვარ, რადგან ჩემი შვილი კვდება, კლავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g