LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვართ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე” – ზურაბ ჩხაიძე

162
BeFunky-collage - 2023-03-30T012619.233

ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვართ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მათ მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს არ თანხმდება.

„ის რასაც პაციენტი იღებს, მექანიკურად ბევრად უფრო რთულად გადასამუშავებელია, ვიდრე ჩვენს მიერ შეთავაზებული კალორაჟი. ის არ თანხმდება კატეგორიულად იმ შეთავაზებულ ჩვენს რეკომენდაციაზე, მენიუს ვგულისხმობ. სიმპტომურ მკურნალობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია სამკურნალო დანიშნულებაზე, მათ შორის გადასხმაზე. მაგრამ ამის შეთავაზება მაინც ყოველდღიურად ხდება. ამის დაფიქსირება კი ხდება სამედიცინო ბარათში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობსო. ეს ხომ აბსურდია. ეს ბარათი არაერთხელ გაუტანიათ მოთხოვნის შესაბამისად. რა უნდათ ამ ადამიანებს, რას ითხოვენ ჩვენგან. ბევრად უფრო მეტად ვართ ჩვენ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე. ეს აშკარად ჩანს უკვე”, – აცხადებს ზურა ჩხაიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g