LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია: ყველაზე ნაწყენი ვარ, რადგან ჩემი შვილი კვდება, კლავენ

140
ფორტუნა - 2023-03-23T135625.169

„ჩამოსვლის დღიდან ამ ადამიანს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ცუდს ელოდება,“ – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ნაწყენია, რადგან ხედავს, რომ მისი შვილი კვდება.

„კომუნიკაცია მკურნალ ექიმთან მქონდა. რა პოზიციაზეა საუბარი, როცა ადამიანი ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ორი ლუკმა პირში ჩაიდო და ისიც უკან დააბრუნა. აი, რა პოზიციაზე ვილაპარაკოთ. რამდენი ხანია საკუთარ სხეულს ჭამს, ეს არის მისი პოზიცია. მკურნალ ექიმს გადაყვანაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ამ თემაზე საუბარი არ გვქონია. მკურნალი ექიმი ძალიან შეწუხებულია, რადგან ის ხედავს, რომ მის თვალწინ პაციენტი ეღუპება.

ხაჭაპურიძის თქმით, არ არის გამორიცხული სააკაშვილი „ვივა მედიდან“ დღესვე გადაიყვანონ - რას აცხადებენ კლინიკაში

„ხელისუფლებას ახლა სჭირდება ძალის დემონსტრირება, რომ არიან ძალიან მაგრები, რუსეთს დაანახვებენ, რომ „აი, ნახეთ თქვენი მტერი სააკაშვილი“, „არ შევსუსტებულვართ, პირიქით, მაგრად ვართ“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

მისი ჩამოსვლის დღიდან კარგი ამ ადამიანს ამ ქვეყანაში არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ცუდს ელოდება. ეს მიიღო იმის სანაცვლოდ, რაც ქვეყნისთვის აკეთა.

სხვათა შორის ეს ქვეყანა, რითაც ამაყობდა და მსოფლიოში ცნობილი გახდა და რითაც დღემდე ამაყობენ, არის ის, რაც მის წლებში გაკეთდა, მისი მითითებით და იდეებით. სამწუხაროდ, როგორც ვხედავ, ბევრისთვის ეს გასაგები ჯერ კიდევ არ არის.

„ორ კვირაზე მეტია, პოლონელი ექიმები მზად არიან, მზად აქვთ თვითმფრინავი, სპეცრეისით ჩამოვლენ“ – გიული ალასანია 

ყველაფერზე ნაწყენი ვარ, იმიტომ, რომ ვხედავ ჩემი შვილი კვდება, კლავენ. პარტია რა შუაშია, საზოგადოებას პარტიებად არ ვყოფ. მე იმის დრო არ მაქვს, რომ ყველასთან სათითაოდ ვარკვიო, ვინ რას აპირებს და გეგმავს, მე შედეგს ვხედავ“, – განაცხადა ალასანიამ.

როგორც მან აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ოჯახი ევროსასამართლოში სარჩელს ორშაბათს გაგზავნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები