„ადამიანი მოწამლულია, თუ ასე არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელია“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ერთ-ერთ ექიმად ის ადამიანი დაუსახელეს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას ხელმძღვანელობდა.
„გუშინ ენდოკრინოლოგმა სოფო მებუკემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნა შესთავაზეს. მე როგორც ვიცი, ერთ-ერთ ექიმად დასახელებული იყო ელენე გიორგაძე. ეს ის ქალბატონია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას ხელმძღვანელობდა და ეს პროცესი ყველამ დაიწუნა. მიშას მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად ეს კვება ითვლებოდა, ამიტომაც მიიღეს კონსილიუმის შექმნაზე უარი.
რაც შეეხება წონას, სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამია. ადამიანი მოწამლულია და მისი საკვების კალორაჟი არ შეესაბამება ნორმას, რადგან ვერ ჭამს იმას, რასაც კლინიკაში ითხოვენ. თუ ასე არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელია, თავს იკლავს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამავე თემაზე:
„ნებისმიერ დილით შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე