LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია: ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია – წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს ჯერ არ უნახავთ 

129
ალასანია და მიშა

„კლინიკა „ვივა მედის“ ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილი მათ არ ემორჩილება, რადგან მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართლება სჭირდებათ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიას განაცხადა და თქვა, რომ ექიმები კონკრეტულ ბრძანებას ემორჩილებიან.

ამასთან, გიული ალასანიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს დიდი ხანია მზად აქვთ და მტკიცებულებების რაოდენობა საჭიროზე მეტია.

„წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ უნახავთ. გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებითაც არაფერი უთქვამს.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია.

„ვივა მედის“ ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან.

სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი დიდი ხანია მზად არის, მაგრამ კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა.“– განაცხადა გიული ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g