საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ნებისმიერ დილით შეიძლება გვითხრან, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, მსგავს მდგომარეობაში ალექსეი ნავალნიც კი არ არის, რომელიც რუსეთში ციხეში იმყოფება.
„წარმოუდგენელია ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში გყავდეს, რომელზეც უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დილით შეიძლება გავიღვიძო და გვითხრან, რომ გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს დამერწმუნეთ, მსოფლიოში ალბათ, მეორე არ არსებობს. არ ვიცი რუსეთში თუ ჰყავთ, მაგრამ ვიცი, რომ ნავალნი ასეთ ვითარებაში არ ჰყავთ”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე „პალიტრანიუსის” ეთერში.