LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია, პროცესს შეფერხება არ ემუქრება

126
Untitled design (4)

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები, სააკაშვილის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ომბუდსმენი გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კონსილიუმი, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდადებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა.

„გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდადებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ.

სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მათ ინფორმაცია მიაწოდა მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნებისმიერ დილით შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

ალასანია: ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია – წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს ჯერ არ უნახავთ  

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის მონახულებაზე: „მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად, სურვილი არ მქონია“ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g