LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: იაპონიაში მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

171
ing (2)

1 იანვარს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, მაშველებმა 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

იაპონიაში მიწისძვრას 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ქალი 124 საათის განმავლობაში იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ორსართულიანი შენობის ნანგრევებში იმყოფებოდა, ნანგრევებიდან ამოსაყვანად კი მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფეხები აქვს დაზიანებული, თუმცა საუბრობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე დაფიქსირდა. რთული მდგომარეობაა ისიკავას პრეფექტურაში, სადაც დაიწვა 100-ზე მეტი სახლი, ათობით კი დაინგრა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას 126 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 200 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g