LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

206
Untitled design (4)

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, შემთხვევა ნეაპოლში მოხდა.

მედიასაშუალებების ცნობით, 16 დეკემბერს, საღამოს სამართალდამცველებმა პატრულირების დროს ნეაპოლში შენიშნეს ადამიანი, რომელიც მამაკაცს მისდევდა.

„მან განაცხადა, რომ მამაკაცმა ტელეფონი წაართვა. მცირე დევნის შემდეგ, პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით დაზარალებულს დაუბრუნეს. ქურდობის ბრალდებით 23 წლის ქართველი დააკავეს“, – წერს მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები