კრის მარტინი და რიტა ორა ნიუ-ჯერსიში, Coldplay-ის კონცერტის შემდეგ გამართულ ავთერფართიზე შენიშნეს. პაპარაცებმა კი მოგვიანებით რიტა ორა იმ სასტუმროდან გამოსული დააფიქსირეს, სადაც კრის მარტინი დაბინავდა. მომღერალს სწორედ ის თეთრი კაბა და ფეხსაცმელი აცვია, რომლითაც ის Coldplay-ის კონცერტის ავთერფართიზე იმყოფებოდა.
ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მედია ვარაუდობს, რომ კრის მარტინსა და რიტა ორას საიდუმლო რომანი აქვთ. მით უმეტეს, რომ მარტინმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაასრულა განქორწინების პროცედურები გვინეთ პელთროუსთან.