LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: პოლონეთი არ აპირებს იმ რუსების მიღებას, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან

108
Untitled design

პოლონეთი არ გეგმავს ქვეყანაში მიიღოს რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას გაურბიან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილ დვორჩიკმა განაცხადა.

როგორც დვორჩიკი აღნიშნავს, პოლონეთი არ კეტავს საზღვრებს იმ პირებისთვის, რომლები პოლიტიკური შეხედულებების ან რუსეთში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო რეპრესიებს განიცდიან.

„მეორე მხრივ, ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც ვლადიმირ პუტინის რეჟიმს ამ დრომდე უჭერდნენ მხარს და ახლა, როდესაც მოულოდნელად დადგა საკითხი, რომ მათ შეუძლიათ, ამ რეჟიმს არა მხოლოდ სიტყვით დაუჭირონ მხარი,  არამედ წავიდნენ ფრონტზე, უცებ დემოკრატები გახდნენ და რუსეთიდან წასვლას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ ამ ადამიანებს მხარს არ არ დავუჭერთ“, – აცხადებს დვორჩიკი.

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

შეგახსენებთ, 19 სექტემბრიდან შენგენის ტურისტული ვიზებით ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში რუსეთის მოქალაქეების შეშვებაზე აკრძალვა ძალაში შევიდა.

21 სექტემბერს, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, რუსეთის მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა ქვეყნის დატოვება დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთიდან მობილიზაციას გაქცეულ მოქალაქეებს არ მიიღებდა – ლატვია იყო.

დღეიდან ევროკავშირის 4 ქვეყანაში რუსი ტურისტებისთვის შესვლის აკრძალვა ძალაში შევიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g