დღეიდან შენგენის ტურისტული ვიზებით ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში რუსეთის მოქალაქეების შეშვებაზე აკრძალვა ძალაში შევიდა.
ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ რუსი ტურისტების მათ ქვეყნებში შესვლის თაობაზე სექტემბრის დასაწყისში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ევროკავშირმა უარყო მათი წინადადება რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლის სრული აკრძალვის შესახებ, მაგრამ შეაჩერა შეთანხმება, რომელიც მათ ვიზის მიღების პროცედურას ამარტივებს.
რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა, არ შემოიღოს ეს აკრძალვა, ფინეთია. თუმცა, ამასთანავე ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.
ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში შენგენის ვიზების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებისთვის გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, ვინც ოჯახური და ჰუმანიტარული გარემოებების გამო მგზავრობს.
ცნობისთვის, შენგენის ზონა 26 ევროპულ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის სასაზღვრო კონტროლის გარეშე და შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის ამ ქვეყნების გარე საზღვრებზე, რაც რუს ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ ოთხ ქვეყანაში შენგენის სხვა ქვეყნებიდან გაემგზავრონ.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსი ტურისტების შესვლაზე აკრძალვის მოთხოვნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოითხოვეს.