LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: „შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა“

350
Untitled design (1)

3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მღებრიშვილი: „სტიქიის ზონაში, საერთო ჯამში, 16 ცხედარია მოძიებული, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 გარდაცვლილი“

როგორც მედია წერს, რუსეთის მოქალაქის, ქსენია ტრიჩევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში დაუდასტურეს.

„მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა პროზექტურაში ამოიცნო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, სამირა არ გვიპოვია, უბრალოდ, ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან“ – დაკარგული სამირა ისაევას ძმა

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g