LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ზამთრის შტორმის გამო, აშშ-ში, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა

134
ზამთრის შტორმი

ამერიკის შეერთებული შტატები ზამთრის შტორმს ებრძვის – Reuters-ის ცნობით, ზამთრის შტორმით გამოწვეული ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, შტატებში, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.

უამინდობის გამო, გადაიდო ათასობით ავიარეისი.

ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 25 შტატში.

როგორც შშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაბალი ხილვადობის გამო ყველაზე მეტი ავიარეისი ბოსტონსა და ნიუ-იორკში გაუქმდა.

მედიის ცნობით, შტორმის გამო აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაახლოებით 800 000 ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g