მედიაჰოლდინგი “ფორტუნა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ვუერთდებით ამ უმძიმესი ტრაგედიის გლოვის დღეებს და 3 დღის განმავლობაში, ჩვენს ჰოლდინგში შემავალი რადიოსადგურების პროგრამებიდან ვხსნით ყველა გასართობი ხასიათის გადაცემას.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.
ამ დროისათვის ნაპოვნია 7 ცხედარი — 3 ბავშვი, 1 ასაკოვანი, 1 შუა ხნის ასაკის ქალი და 2 კაცი. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები 24 საათზე მეტია გრძელდება.
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება