LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში წერენ, რომ ნატალი პორტმანი ჰარვარდში „ღამის პიჟამათი“ მივიდა (ფოტო)

164

ოსკაროსანი ნატალი პორტმანი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 2003 წელს მან ფსიქოლოგიის დარგში ბაკალავრის წოდება მიიღო, 15 წლის შემდეგ კი სასწავლებელს Boston Calling Film and Music Festival-ის ფარგლებში ეწვია.

სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ნატალი პორტმანი უჩვეულო ფორმაში წარსდგა. დასავლურ მედიაში წერენ, რომ მსახიობი ფაქტობრივად საშინაო სამოსით, „ღამის პიჟამათი“ მივიდა უნივერსიტეტში. ყვავილებიანი შარვალი მსახიობს ნაცრისფერ პულოვერთან ჰქონდა შეხამებული. ერთადერთი რაც ანსამბლს სადღესასწულო იერს აძლევდა, მკვეთრი მაკიაჟი იყო. წინა დღეს კი პორტმანი ამავე ფესტივალს არანაკლებ უცნაური სამოსით, ატლასის ბლუზითა და შარვლით სტუმრობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g