LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მედიაზონის” ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს

181
1

რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალება “მედიაზონის” ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი დავიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს. 

“საზღვრისკენ მიმავალ გზაზე 40 საათი გავატარეთ. ზვავსაშიშროების შემდეგ, საზღვრის გახსნას 2 დღე ველოდით – 8 საათი რუსეთის მხარეს ვიდექით, 14 საათის ქართულ მხარეს ვიცდიდით, იმისათვის, რომ ჩემს ქმარს, დავიდ ფრენკელს მიეღო საქართველოში შესვლაზე უარი – ფორმულირებით “სხვა მიზეზები”, – დაწერა ჟურნალისტის ცოლმა ვარვარა მიხაილოვამ.

 

მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით დაწერა თავად ჟურნალისტმაც:

“მომწონს, როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უარზე ყველა გადაწყვეტილებას მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. ისინი 14 საათის განმავლობაში სადღაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ და ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ, რომ თვითონ არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდებოდნენ. საბოლოო ჯამში, კი – უარი. არ გამოგვკვებეს, მაგრამ სიბრალულის გამო, დივანთან მიგვიშვეს”, – წერს პეტერბურგელი ჟურნალისტი.

 

ამის შემდეგ ჟურნალისტის მეუღლის კიდევ ერთი “ტვიტი” გავრცელდა:

“მე ყოველთვის მეგონა, რომ რუსეთს უკანასკნელი დავტოვებდი, მაგრამ იმის თქმა, რას გავაკეთებთ და რას ვფიქრობთ, ახლა რუსეთში სრულიად შეუძლებელია და გაჩუმება და კიდევ უფრო გაჩერება – შეუძლებელია”, – წერს ვარვარა მიხაილოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g