LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეშინოდა, რომ ასე უბრალოდ არ გამიშვებდნენ…” – რუსული НТВ-ს წამყვანმა ტელეკომპანია და ქვეყანაც დატოვა

156
11

რუსული ტელეკომპანია “ენტევეს” ერთ-ერთი წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა.

გილდეევამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც ქვეყნიდან წავიდა.

როგორც მოგვიანებით ლილია გილდეევამ აღნიშნა, ეშინოდა, რომ სხვაგვარად მას სამსახურიდან არ გაუშვებდნენ.

„ჯერ გავემგზავრე. მეშინოდა, რომ ასე უბრალოდ არ გამიშვებდნენ. შემდეგ დავწერე განცხადება“, – განაცხადა ტელეწამყვანმა Varlamov News-თან საუბარში.

ლილია გილდეევა ტელეკომპანიაში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ის გადაცემა “სეგოდნიას” წამყვანი იყო.

ვიდეო: შეაჩერეთ ომი, აქ გატყუებენ: “ვრემიას” ეთერში ჟურნალისტი უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები