LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

135
a3290b14d867952fa85d6951bf6fe706

რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ინფორმაციას ადასტურებს ჯემნიუსის წყაროც. ამავე ინფორმაციით, ჟურნალისტს უსაფრთოებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ სურს კომენტარის გაკეთება და ვინაობის გასაჯაროება.

რუსი ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციებიდან მასობრივად ტოვებენ ქვეყანას მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ზოგი მათგანი დაბლოკა, ზოგს კი თავად მიუწია მუშაობის შეჩერება ახალი კანონის მიღების გამო.

შეგახსენებთ, 4 მარტს ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე “ფეიკების” გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა და 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები