LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ცნობით, პეტრე ცაავას საკითხზე სპეციალური კომისია იმსჯელებს, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია აღარ არის

206
petre grigoli 33

წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. „კურიერმა” გაარკვია, რომ ყველა ის მოლოდინი, რომელიც ჩვენ გვქონდა და ფაქტობრივად გამართლდა.

სინოდის სხდომა დასრულდა

„კურიერის“ ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია აღარ არის და დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქო მისი მუშაობით ნამდვილად უკმაყოფილო იყო.

მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ლენტეხისა და ცაგერის ახლა უკვე ყოფილი მიტროპოლიტია.

შესაძლებელია, მეუფე პეტრე უკან სინოდში მივიღოთ, მაგრამ სინანული უნდა გამოხატოს – მეუფე ნიკოლოზი

ასევე “კურიერმა” გაარკვია, რომ დღევანდელ სხდომაზე სასულიერო პირებმა მეუფე პეტრე ცაავას საკითხზე იმსჯელეს, რომელიც 2019 წლიდან დასჯილი არის და დღევანდელი სხდომიდან გაირკვა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს და სწორედ ამის შემდეგ უკვე საკითხი კვლავ სინოდს გადაეცემა განსახილველად, თუმცა კომისიაში რა საკითხის განხილვა მოხდება – ეს იქნება მეუფე პეტრეს ბრალდებები და მოწმეები, რომლებზეც ის საუბრობს, თუ მისი განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა ტელეეთერებში კეთდება – ეს ჯერჯერობით.

სასულიერო პირები კომენტარებს არ აკეთებენ, ისინი დახურული სხდომიდან ისე გამოვიდნენ, რომ ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯის თემასა და ვაქცინაციას.

მისივე თქმით, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი მცირე დროში შეათანხმეს.

„საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“. – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღევანდელ შეხვედრას 35 სასულიერო პირი ესწრებოდა, სხდომის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ხელმძღვანელობდა.

ვინც გაიკეთებს ვაქცინას, ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ, თუ ვინმესთვის ნუგეშის მომცემი იქნება პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია – მეუფე ნიკოლოზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g