LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოდის სხდომა დასრულდა

176
sapatriarqo

საქართველოს საპატრიარქოში, წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

სინოდის სხდომა 12 საათზე დაიწყო. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.

სინოდის სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს პატრიარქი. მდივანი კი  გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იყო.

ცოტა ხანში, სამღვდელოება მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდზე ვაქცინაციისა და დავით გარეჯის საკითხი განიხილეს.

ასევე განიხილეს საკითხები, რომელიც ზნეობის კუთხით შეფასდა. განჩინება კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ვიდეო: საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

 

ინფორმაცია განახლდება … 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g