LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა – გამოკითხვები გრძელდება

44
ყტუე

5 ივლისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

საუბარია „ფორმულას“ ორ ჟურნალისტზე – ლუკა ხაჩიძესა და გიორგი გაბუნიაზე. ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ მარიკა გოცირიძესა და „მთავარი არხის“ ოპერატორ ანრი ჯოხარიძეზე. ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება.

სამმართველოში იმყოფებოდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ზურაბ მანაგაძეც. მისი ადვოკატის განცხადებით, დღეს ოპერატორთან მიმართებაში ვიდეო მტკიცებულებების შესწავლა მოხდა.

„დღეს საგამოძიებო ორგანოში დაბარებული იყო ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე, მას წარედგინა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე განემარტა დაზარალებულის უფლება მოვალეობები. აგრეთვე, დაბარებული იყო ოპერატორი ზურაბ მანაგაძე. მოხდა 5 ივლისს ჩაწერილი ვიდეოკადრების დათვალიერება.

იმ კადრების, სადაც ზურაბ მანაგაძეა აღბეჭდილი და საჭირო გახდა პიროვნებების ამოცნობა.ზოგიერთი მათგანის ამოცნობა ზურამ შეძლო, ზოგიერთის ვერა“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g