LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტების სარეგისტრაციო პროცედურასთან დაკავშირებული ვადები მცირდება

128
medikamentebiekimi

წამლების სარეგისტრაციო პროცედურასთან დაკავშირებული ვადები მცირდება. მთავრობამ პარლამენტს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომელიც გულისხმობს ბაზარზე დაშვების ვადის შემცირებას, კერძოდ, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას – 10 დღიდან 5 დღემდე.

მთავრობა კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს და განმარტავს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებების წილი და მათზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დამტკიცდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები