საფრანგეთის მკვიდრმა რომენ ვანდენდორპმა ყინულით სავსე კონტეინერში 2,5 საათზე მეტი გაძლო და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა La Voix du Nord აქვეყნებს.
გაზეთის ცნობით, 34 წლის მედძმა მთელი 2 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, რათა „თავისი ფიზიოლოგიის საზღვრები გაეფართოვებინა“. ის მუდმივად ცივ აბაზანებს იღებდა, სპორტით კი პირდაპირ ალპებში კავდებოდა. რეკორდის დასამყარებლად მამაკაცი ნატეხი ყინულით ავსებულ კონტეინერში მოთავსდა და ამ დროს კონტეინერში ჰაერის ტემპერატუა მინუს 18 გრადუსი იყო. ექსპერიმენტს გინესის წიგნის წარმომადგნელები ადევნებდნენ თვალს. ყინულში რომენმა ზუსტად 2 საათი, 35 წუთი და 33 წამი გაძლო.
თავის შეგრძნებებზე საუბრისას მამაკაცმა აღიარა, რომ რეკორდის დამყარების დროს ის ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობდა. ექსპერიმენტის პირველი საათის დროს ის ყველაფერს აკონტროლებდა, შემდეგ კი კონცენტრაციის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდა და ვერც კანკალის შეკავება შეეძლო.
„მე ძალიან ბედნიერი ვარ. დავამტკიცე, რომ არაა საჭირო იყო სუპერმენი, რათა რაღაც გიჟური გააკეთო“, – განაცხადა მსოფლიო რეკორდსმენმა.
თავისი მიღწევა ვანდენდორპმა კიბოთი დაავადებულ ბავშვებს მიუძღვნა. გაზეთმა დააზუსტა, რომ ამ დაავადებით მან მამა და 4 წლის დისშვილი ავგუსტინე დაკარგა. მათ საპატივცემულოდ მედმუშაკმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Wonder Augustine დააარსა და უკვე ათობით ადამიანის დახმარება მოასწრო.



